ახალი სახალხო დამცველი

კობახიძე: ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია

ლევან იოსელიანმა ამხილა რამდენიმე კონკრეტული ენჯეო და ენჯეოები ზოგადად, ამ ბულინგში, რომელიც წარმოებდა სამი დეპუტატი ქალის მიმართ. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ესენი იყვნენ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადებები მის არჩევასათან დაკავშირებით. ეს იყო დაახლოებით 10-15 ენჯეო, ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ესენი არიან უბრალოდ რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილები.

მათ (არასამთავრობო ორგანიზაციებმა) იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში, აქიდან გამომდინარე მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანის დაქვემდებარება ისე, როგორც მათ დაიქვემდებარეს ადრე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, მე ამისი ღრმად მწამს და ამისი ეშინოდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ

კომენტარები