ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

ბლინკენი პუტინის დაკავებაზე: ჰააგის სასამართლოს წევრებმა უნდა შეასრულონ მოვალეობები

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვლადიმის პუტინის დაკავების ორდერის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს [ICC] წევრებმა უნდა შეასრულონ ის მოვალეობები, რაც აქვთ.

"ნებისმიერმა, ვინც [ჰააგის] სასამართლოს წევრია და აქვს მოვალეობები, უნდა შეასრულოს მოვალეობები". - უპასუხა ბლინკენმა სენატორი ლინდსი გრემის დასმულ კითხვას ევროპელი პარტნიორების მიერ პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით.

17 მარტს უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს. 

კომენტარები