უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საქველმოქმედო პლატფორმა United24-მა ამ დრომდე 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა. ამის შესახებ ზელენსკის ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
"ცოტა ხნის წინ, ჩვენმა საქველმოქმედო პლატფორმა United24-მა გადალახა 300 მილიონი დოლარის შემოწირულობის ზღვარი. მთელი მსოფლიოდან, 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ათასობით დონორია. ჩვეულებრივი ხალხი, კერძო კომპანიები, ისინი გვეხმარებიან ჩვენი სამხედროებისთვის თვითმფრინავების შეძენაში, სასწრაფო დახმარების მანქანების შეძენაში, საავადმყოფოებისა და ინფრასტრუქტურის შეკეთებაში". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, პლატფორმა United24 არის ერთ-ერთი იმ მრავალ ინიციატივას შორის, რომელიც "აერთიანებს მსოფლიოს".
"მსოფლიო ესმის, რაც ხდება. მსოფლიო ხედავს, როგორ მამაცურად იბრძვის ჩვენი ხალხი. სწორედ ამის გამო ვახერხებთ, როგორც წამყვანი სახელმწიფოების, ისე მილიარდობით ადამიანის მხარდაჭერის მობილიზებას მთელს მსოფლიოში. მადლობა ყველას, ვისაც სჯერა უკრაინის და ვინც გვეხმარება უსაფრთხოების დაბრუნებაში!". - თქვა ზელენსკიმ.





