ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი: საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი ეროვნულად ეგოცენტრისტული უნდა იყოს

არსებულ რეალობაში ქართული გეოპოლიტიკური ხაზის გატარებაზე ახლო წარსულში არაერთგზის გვისაუბრია. ამჯერად მხოლოდ იმის მოკლე კონსტატირებით შემოვიფარგლებით, რომ საგარეო-პოლიტიკური ჩარჩო ფორმატით განსაზღვრული პრიორიტეტების პირობით, ეს ხაზი, შეძლებისდაგვარად, ეროვნულად ეგოცენტრისტული უნდა იყოს.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, აღნიშნული ეგოცენტრიზმის მამოძრავებელია:

(1) ქართული სახელმწიფოსათვის კრიტიკულად მთავარი „მეტი ეროვნული უსაფრთხოების, მეტი ეკონომიკური სიკეთის“ ფორმულიდან გამომდინარე ინტერესების სხვათა ინტერესებზე პრიმატი - სადაც კი ეს დასაშვებია;

(2) ამავე ფორმულით განპირობებული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების სხვათა ინტერესებთან თანწყობა - მაქსიმალურად, სადაც კი ეს შესაძლებელია.

წერს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი.

კომენტარები