რუსეთი

ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყირიმში ნახევარკუნძულის ოკუპაციის მეცხრე წლისთავზე ჩავიდა. ინფორმაცია რუსეთის სამთავრობო მედიაში ვრცელდება.

როგორც მანამდე მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს "მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტის გახსნაში".

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ყირიმში საბავშვო სამხატვრო სკოლის გახსნაზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც მას ვიდეოკონფერენციის საშუალებით უნდა ენახა.

კომენტარები