საქართველო-რუსეთი

წილოსანი პუტინის დაკავების ორდერზე: რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ჰააგის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა. წილოსანი წერს, რომ ოპოზიცია ამ თემაზე სპეკულირებს და საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელთა მიმართვის საფუძველზეც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გამოძიება დაიწყო.

"პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი რომ ქონდათ ატეხილი ოპო-სპიკერებს, არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო (მოლდოვა ამ მიმართვას არ შეუერთდა). ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია!

ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს". – წერს წილოსანი.

17 მარტს, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში". მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს

კომენტარები