South Park

SOUTH PARK-ის ახალი ეპიზოდის სცენარი ნაწილობრივ ხელოვნურმა ინტელექტმა დაწერა

Youtube

South Park-ის ახალი ეპიზოდის სცენარის თანაავტორი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT-ია. 

ანიმაციურ ეპიზოდზე ხელოვნურ ინტელექტთან ერთად შოუს ერთ-ერთი დამფუძნებელი ტრეი პარკერი მუშაობდა.

26-ე სეზონის მე-4 ეპიზოდის სახელია Deep Learning. სიუჟეტის მიხედვით საუს პარის სკოლის მოსწავლეები აღმოაჩენენ ChatGPT-ის, რომელიც მათ საშინაო დავალებების დაწერაში ეხმარებათ. რამდენიმე ბიჭი კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სკოლელ გოგონებთან ლაპარაკს გადაწყვეტს.

ChatGPT ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანიის, OpenAI-ს მიერ შექმნილი ჩატბოტია, რომელსაც ონლაინ დასმულ კითხვებს სცემს პასუხს. ჩატბოტს ასევე შეუძლია ესეების, მოკლე მოთხრობებისა და პოემების დაწერა. 

 

კომენტარები