პოლონეთი

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის აგენტების ქსელი გამოააშკარავა

მარიუშ ბლაშჩაკი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის ცნობით, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის დაზვერვის აგენტების ქსელი გამოააშკარავა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის აგენტობის ბრალდებით 6 ეჭვმიტანილია დაკავებული. პოლონური მაუწყებლის RMF-ის ცნობით, ჯგუფი დივერსიულ საქმიანობაში იყო ჩართული. 

"მინდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული ოპერაციის წყალობით, მთელი აგენტების ქსელი გამოაშკარავებულია. ეს უთუოდ დასტურია იმისა, რომ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად მუშაობს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის". - აღნიშნა მარიუშ ბლაშჩაკმა.

კომენტარები