რუსული თვითმფრინავი

ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალები ესტონეთის მახლობლად რუსულ თვითმფრინავს აედევნენ

IL-78 Midas jet (მარჯვნივ) დაფრინავს ორ სხვა რუსულ თვითმფრინავთან ერთად
BBC

დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მოიერიშე თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორმა ქვეყანამ მსგავსი ოპერაცია ერთობლივად განახორციელა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Typhoon-ის ტიპის ორმა თვითმფრინავმა გზა გადაუჭრა ავიატანკერს, რომელიც დაფრინავდა პეტერბურგსა და კალინინგრადს შორის. გარდა ამისა, რუსულმა თვითმფრინავმა ესტონეთის ავიადისპეტჩერებთან დაკავშირება ვერ შეძლო.

ბრიტანეთის და გერმანიის საჰაერო ძალები ამჟამად NATO-ს წევრ ქვეყნებში ერთობლივ საჰაერო მოვალეობებს ასრულებენ.

"NATO აგრძელებს ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების საყრდენის ფორმირებას. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ძალების ერთობლივი განლაგება ბალტიისპირეთში აშკარად აჩვენებს ჩვენს კოლექტიური გადაწყვეტილებას, NATO-ს საზღვრების ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამავდროულად, ჩვენი ერთობლივი სიძლიერის დემონსტრირებას ახდენს". – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰეპეიმ.

კომენტარები