ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ზელენსკი: მადლობა გადავუხადოთ ყველა ქალს, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის სიცოცხლე გაწირა

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე.

ყოველწლიურად ამ დღეს მადლიერებას გამოვხატავ.

მადლობას ვუხდი დედაჩემს, ვურეკავ. მადლობას ვუხდი იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო პატივისცემა.

მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს. ერთად ყოფნისთვის, ერთმანეთის სიყვარულისთვის და ასეთი ლამაზი ბავშვებისთვის.

მადლობას ვუხდი ქალებს, რომლებიც ჩემთან მუშაობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანასწორები ვიყოთ, როგორც კოლეგები.

დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ სხვადასხვა სიტყვები, მივაქციოთ ყურადღება ამ დღის სხვადასხვა ასპექტს.

ყველას აქვს აზრი, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს, 8 მარტს . ეს არის ჩვენი ძალა. ეს არის თავისუფლება.

ჩვენ თანასწორები ვართ, თავისუფლები ვართ, ძლიერ უკრაინაში ვართ.

ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა. ყველა ქალს, ვინც მუშაობს, ასწავლის, სწავლობს, კურნავს, იბრძვის - იბრძვის უკრაინისთვის. გავიხსენოთ და მადლობა გადავუხადოთ ყველა ქალს, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის.

მადლობა დედებს. გახსოვდეს, რომ სანამ დედაშენი ცოცხალია, შეგიძლია თავი ბავშვად იგრძნო. მადლობა გადაუხადეთ თქვენს ახლობლებს პატივისცემისა და სიძლიერისთვის.

ჩვენ ერთად ვართ ძლიერები. ერთად ჩვენ უძლეველი ვართ. ჩვენ ერთად ვართ თავისუფლები. და ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები