რუსული კანონი

კობახიძე: რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას? მეორე წელსვე ჰქონდათ ომი და დაკარგეს ყირიმი

ზოგადად, რაც შეეხება მაიდანს, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას? მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არის ამ ქვეყანაში. მთლიანობაში, ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომელსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ღამით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, დაახლოებით, 01:30 საათზე სპეცრაზმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.

კომენტარები