რუსული კანონი

კობახიძე: ვინც არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცენდენტო ძალადობა სამართალდამცავებზე. თუ 2012 წლიდან, ენმ-ს დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ, იმავე ენმ-ს დავალებით მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასდროს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ხელისუფლებაში, თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის გამო, რომელმაც გუშინ, თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელსა და სამართალდამცავს, გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის. 

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ღამით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, დაახლოებით, 01:30 საათზე სპეცრაზმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.

კომენტარები