რუსული კანონი

დავითულიანი: ევროკავშირის მხრიდანაც იყო შეცდომები, 1921-ში საბჭოთა რუსეთს შეგვატოვეს

დღეს ევროკავშირი არის ჩვენი იდენტობის გადარჩენის და ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზა. სხვა გზა უბრალოდ ამ ქვეყანას არ გააჩნია.

ჩვენს ხანმოკლე ურთიერთობებში იყო ბევრი შეცდომა ჩვენგანაც, საქართველისგანაც, როცა არასაკმარისი ძალისხმევა გვქონდა, არასაკმარისი დემოკრატია გვქონდა იმისთვის, რომ დაგვემსახურებინა ევროპაში ინტეგრაცია.

მაგრამ იყო ბევრი შეცდომა ევროკავშირის მხრიდანაც ნამდვილად, არ დავიწყებ ეხლა ბევრის მოყოლას, 1921 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთს შეგვატოვეს მორიგი გეოპოლიტიკური გადანაწილებისას, ესეც იყო ჩვენს ისტორიაში, ჩვენი ურთიერთობების. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დასჯის ნაცვლად რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას რომ მიემხრნენ, სრულიად უსაფუძვლოდ კანდიდატის სტატუსზე გვითხრეს უარი აგერ ცოტა ხნის წინ და გადაგვივადეს ჩვენი მეგობარი ორი ქვეყნისგან განსხვავებით და ეხლაც, უსამართლობაა, როდესაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უსაფუძვლო გასათავისუფლებასა და ევროპერსპექტივას შორის ტოლობის ნიშანი ისმევა.

მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სხვა ალტერნატივა გაგვაჩნია და მითუმეტეს, არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ეს ალტერნატივა ვიღაცის თავში შეიძლება იყოს მილოშევიჩის გზაზე შემდგარი პუტინის აგრესორი რუსეთი, რომელიც განწირულია იზოლაციისთვის ან უკეთეს შემთხვევაში დემოკრატიზაციისთვის, თუ დაემორჩილება ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესებს.

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებზე.

1951 წელს შეიქმნა ევროპული თანამეგობრობა, რომელსაც 1993 წლიდან ევროკავშირი ჰქვია.

კომენტარები