რუსული კანონი

გოცირიძე: საქართველოში მუშაობს ივანიშვილის ნება და არა კანონი, იმ კაცის გამომუშავებაზე ხართ

არ მოგწონთ მოღალატის სახელი? მონა მოგწონთ? ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონი სხვანაირად მუშაობს, ვიდრე საქართველოში ამერიკული კანონი - რომც იყოს. არ არის ეს ამერიკული კანონი, მაგრამ რომც იყოს, ვინაიდან, საქართველოში კანონი არ მუშაობს, საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლებიც ხართ თქვენ.

უყურებს ის კაცი, სადღაც ჭორვილაში თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი, შეხედავს ხუნდაძეს, ყოჩაღ ხუნდაძე, შენ ამდენი და ამდენი პრემია, ყაველაშვილს ორჯერ მეტი, რადგან დედა აგინა დეპუტატს, გამომუშავებაზე ზიხართ, ეს არის სიმართლე...

... გამოდიხართ და თუთიყუშებივით იმეორებთ, ამერიკული კანონი, ამერიკული კანონიო და გგონიათ, რომ კარგია ეს. ამერიკული კანონი არის ცუდი, ის მიიღეს ფაშისტური გერმანიის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, ამერიკული კანონი არის მტრების წინააღმდეგ მიმართული, ქართული კანონი არის მეგობრების საწინააღმდეგოდ მიმართული, ეს არის მთავარი განსხვავება.

მიმართა დეპუტატმა რომან გოცირიძემ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების ინიციატორებს და მხარდამჭერებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები