IDFI

IDFI: ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტები 4-ჯერ გაიზარდა

Reuters

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოში 1.46 მლნ რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ამასთან, 2022 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში 112 733 მოქალაქე დარჩა. 

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, IDFI-ის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის 109.9 ათასმა მოქალაქემ გახსნა, ხოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით მათ 2.87 მლრდ ლარის დეპოზიტები გახსნეს. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ეს რიცხვი ომამდე პერიოდს 4-ჯერ აღემატება.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 186 იურიდიული პირი დააფუძნეს. 

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის წესით რუსეთის 551-მა მოქალაქემ მიიღო. ამავე დროით პერიოდში კი ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1 598 მოქალაქეზე გაიცა, უარი 434-ს უთხრეს. 

“2022 წელს 5 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დარეგისტრირდა. 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის 13 262 ბინა) და 13 850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს”. - ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

კომენტარები