კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

წულუკიანი: რაც დღეს პარლამენტში ვიხილეთ, ყველაფერია ევროპის გარდა

რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში, ეს ყველაფერია ევროპის გარდა. არადა, ის, ვინც ბევრს ყვიროდა ამ სხდომას შლიდა, იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა, ბევრჯერ ახსენებდა სიტყვებს - ევროპა, ევროპული ინტეგრაცია და ა.შ. მათი ქცევა და მიდგომა პარლამენტისადმი არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ევროპულ სტანდარტში. ეს არ არის ახალი მათი მხრიდან. 

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედთან ინტერვიუში. დღეს, 2 მარტს მედიის, არასამტავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში აპროტესტებდნენ. 

კომენტარები