მკვლელობა ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგის პოლიციამ დააკავა კაცი, რომლის ყოფილი მეუღლის სხეული დანაწევრებული იპოვეს

ჰონგ-კონგის პოლიციის ცნობით, დააკავეს ცნობილი მოდელის, აბი ჩოის მეუღლე. მანამდე, 24 თებერვალს პოლიციელებმა 28 წლის ქალის სხეულის ნაწილები, ხორცის საჭრელი, ელექტრო ხერხი და ტანსაცმელი ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით, ტაი პოს რაიონში აღმოაჩინეს.

პოლიციის ზედამხედველმა, ალან ჩუნგმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოდელის ყოფილი ქმარი დააკავეს მაშინ, როდესაც იგი გაქცევას ცდილობდა.

ყოფილი ქმარი, 24 თებერვალს დაკავებულ ძმასთან და მის მშობლებთან ერთად დაკითხვაზე რჩება მანამ, სანამ პოლიცია ჩოის სხეულის დარჩენილი ნაწილების ძებნას არ დაასრულებს.

ჩოის, რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც ინფლუენსერი, თითქმის 100 000 გამომწერი ჰყავს Instagram-ზე. 

კომენტარები