რეკლამა

(რ) აჭარაბეთი წარმოგიდგენთ ფრისტაილ მოტოკროს შოუს ბაკურიანში

დღეს, 26 თებერვალს, ბაკურიანში Red Bull FMX Jam, ფრისტაილ მოტოკროს შოუ გაიმართება, რომლის წარმდგენია adjarabet.com. Red Bull FMX Jam 26 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება - ბაკურიანში, წაქაძისა და 9 აპრილის ქუჩების მიმდებარედ, შოუზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

" აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშნელოვანი მიმართულებაა,მოხარულები ვართ,რომ დღეს ჩვენი მხარდაჭერით ბაკურიანში პირველად იმართება Red Bull FMX Jam, სადაც მონაწილეობენ იღებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა გინესის რეკორდსმენი - Robbie Maddison, Mike Van Dijck, Radek Billek. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ადგილზე მოსულ გულშემატკივრებს აჭარაბეთისგან გასართობი სივრცე და საჩუქრები დახვდებათ". - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

ფრისტაილ მოტოკროსი მოტოსპორტის ერთ-ერთი სახეობაა, სადაც რაიდერები ასრულებენ ნახტომებს, ბრუნებს და მაყურებელს ექსტრემალური ილეთებით ანცვიფრებენ. მოტოკროსის მოტოციკლეტი ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ენდუროსი ან სხვა მოტო სახეობის.

ამჟამად, ფრისტაილ მოტოკროსის 40-მდე ექსტრემალური ილეთია ცნობილი. ფრისტაილ მოტოკროს შოუს პირდაპირი ეთერი დაგეგმილია სპორტის მოედნის YouTube და adjarabet.com-ის Facebook გვერდებზე. 

ფრისტაილ მოტოკროს შოუ ბაკურიანში პირველად, საქართველოში კი მეორედ ტარდება. 2009 წელს თავისუფლების მოედანზე შოუს (Red Bull X-Fighters) ათასობით ადამიანი დაესწრო.

კომენტარები