რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მე და თქვენ შეგვიძლია, 2023 წელი რუსული აგრესიის დასასრულის წელი იყოს – ზელენსკი

24 თებერვალს, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და G7-ის ლიდერები ვირტუალურად შეხვდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკით თქმით, უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას ერთი წელი გაუძლო და დაიწყო მისი მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლება, ამიტომ საჭიროა ძალისხმევა, რათა წელს უკრაინაში მშვიდობა დაბრუნდეს. 

"ერთი წელი გავუძელით. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მიწის გათავისუფლება რუსული ბოროტებისგან. მე და თქვენ შეგვიძლია, 2023 წელი იყოს რუსული აგრესიის დასასრულის წელი, მშვიდობის დაბრუნების წელი, ჩვენი მიწისა და ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების წელი". - თქვა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა G7-ის ლიდერებს და ერებს გასული წლის განმავლობაში უკრაინის სოლიდარობის, ერთიანობისა და დახმარებისთვის.

კომენტარები