რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: ჩინეთს არ აქვს დიდი ნდობა, მათ ვერ შეძლეს უკრაინაში უკანონო შეჭრის დაგმობა

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩინეთის წინადადებას გამოეხმაურა.

"ჩინეთს არ აქვს დიდი ნდობა, რადგან მათ ვერ შეძლეს უკრაინაში უკანონო შეჭრის დაგმობა". - თქვა სტოლტენბერგმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ პეკინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

სტოლტენბერგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს ჯერჯერობით არ აწვდის.

"ჩვენ არ გვინახავს ლეტალური დახმარების რეალური მიწოდება, მაგრამ რაც ვნახეთ არის მინიშნებები იმისა, რომ ჩინეთი შესაძლოა გეგმავს და განიხილავს რუსეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას". - დასძინა მან.

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას.

კომენტარები