გამყვანი ტურიზმი

2022-ში ქვეყნიდან ყველაზე ხშირად საყიდლებზე გადიოდნენ – უმეტესად თურქეთში

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას, რომლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან 2.2 მლნ გასვლა აღირიცხა. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს 3.7-ჯერ აღემატება. 

ამ მაჩვენებლიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მლნ შეადგინა. 

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • თურქეთი - 54.1%;
  • რუსეთის ფედერაცია - 14.2%;
  • სხვა ქვეყნები - 12.6%;
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 10.9%;
  • სომხეთი - 7%;
  • აზერბაიჯანი - 1.2%.

საზღვარგარეთ ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 6.1-ს შეადგენდა.

ვიზიტების კატეგორიზაცია მიზნის მიხედვით ასეთია:

  • საყიდლები - 41%;
  • მეგობრების/ნათესავების მონახულება- 22.2%;
  • პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 19%;
  • დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 12.4%;
  • მკურნალობა, გაჯანსაღება - 2.6%;
  • სხვა - 2.8%.

2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას ჯამურმა ხარჯმა 1.8 მილიარდი ლარი შეადგინა. საშუალოდ, ვიზიტისას 1078.6 ლარი იხარჯებოდა. აქედან საყიდლებზე 759.8 მლნ ლარი (მთლიანი ხარჯის 41.6%) დაიხარჯა.

კომენტარები