რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

1 წელი სრულმასშტაბიანი ომიდან – NYT-ის ფოტოები და ისტორიები უკრაინიდან

NYT

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 წელი გავიდა. 24 თებერვალს გთავაზობთ New Yourk Times-ის ისტორიებსა და ფოტოებს, რომლებიც უკრაინაში ომის მიმდინარეობისას არის გადაღებული

კიევი რუსეთის შეტევის შემდეგ - 2022 წლის 24 თებერვალი

ომის დაწყების მომდევნო დღეს მოხალისეებს კიევის ოლქში იარაღს ურიგებენ - 2022 წლის 25 თებერვალი

ჯულია, მოხალისე და მასწავლებელი ელოდება კიევის რეგიონში განაწილებას, რათა ოკუპანტებს ებრძოლოს - 2022 წლის 26 თებერვალი

რუსი ოკუპანტის ცხედარი ხარკოვში - 2022 წლის 25 თებერვალი

უკრაინელი სამხედრო ირპენში - 2022 წლის 29 თებერვალი 

მაშველებს ოკუპანტების მიერ დაბომბილი მარიუპოლის სამშობიაროდან გამოჰყავთ დაშავებული ორსული, რომელიც მოგვიანებით დაიღუპა - 2022 წლის 9 მარტი

ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია ოდესიდან - 2022 წლის 15 მარტი 

ბუჩაში მდებარე ბავშვთა თავშესაფარი, რომლის იატაკზე სისხლის კვალი, კედლებზე კი ნატყვიარები იპოვეს. ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ სარდაფიდან 5 ხელებშეკრული ადამიანის ცხედარი ამოასვენეს - 2022 წლის 9 აპრილი

ევაკუაცია ხარკოვიდან - 2022 წლის 29 აპრილი 

ბუჩა - 2022 წლის 3 აპრილი

ბუჩაში მცხოვრები მოქალაქეები, ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, საკვების რიგში დგანან - 2022 წლის 2 აპრილი 

საფლავები ირპენში - 2022 წლის 16 აპრილი

პენსიაზე გასული მასწავლებელი, სახელად ლუდა ოკუპანტებმა 2022 წლის 5 მარტს მოკლეს. 1 თვის შემდეგ უკრაინელებმა მისი ცხედარი იპოვეს - ძაღლმა პატრონი არ მიატოვა 

ბუჩაში, მოხუცთა თავშესაფარში 4 ხანდაზმულის ცხედარი იპოვეს - ექიმების ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, შიმშილით დაიღუპნენ - 2022 წლის 4 აპრილი

სკამზე დატოვებული თოვლით დაფარული პური პარკში, სადაც, ადგილობრივების ინფორმაციით, დაბომბვისას, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა - 2022 წლის 4 აპრილი

უკრაინელი ჯარისკაცი მაქსიმ სიროიჟკო შეყვარებულთან, იანა მატვაპაევასთან ერთად. წყვილის თქმით, ერთად 5 წელი იყვნენ, ომის დაწყების შემდეგ კი ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ - 2022 წლის 21 აპრილი

ირპენისგან დარჩენილი ნანგრევები - 2022 წლის 2 მაისი 

უკრაინელ და ბრიტანელ მოხალისეებს ბახმუტში მდებარე სახლიდან გამოჰყავთ 77 წლის უსინათლო ქალი, ზინაიდა რიაბცევა - 2022 წლის 30 მაისი

სკოლადამთავრებულები ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ცეკვავენ - 2022 წლის 15 ივნისი 

მეზობლები ცდილობენ, ჩააქრონ ოკუპანტების დაბომბვისას გაჩენილი ხანძარი ბახმუტში - 2022 წლის 10 ივლისი

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ფრონტის ხაზზე დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრები მის საფლავთან მივიდნენ 

გამომძიებლები იზიუმში, სადაც 445 ინდივიდუალური და ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს - 2022 წლის 16 სექტემბერი 

მოქალაქეები, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა პოლიციის განყოფილებაში შეჭრის შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს, ტყვეობის დღეებს კედელზე ითვლიდნენ - 2022 წლის 18 სექტემბერი 

ირპენი, 1-ელი სექტემბერი, მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

ცოლ-ქმარი ხარკოვში, დროებით თავშესაფარში - 2022 წლის 25 სექტემბერი

ოკუპანტების სიმბოლო Z იზიუმის ბაღში - 2022 წლის 18 სექტემბერი 

5 წლის მარინა პონომარიოვა, რომელმაც ფეხი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვის დროს დაკარგა - 2022 წლის 20 ოქტომბერი

რუსი ოკუპანტების ცხედრები გათავისუფლებულ ლიმანში - 2022 წლის 2 ოქტომბერი

უკრაინელები ხერსონის გათავისუფლებას აღნიშნავენ - 2022 წლის 12 ნოემბერი 

ირინა და ვიქტორ დუდნიკები მათი ვაჟის, 38 წლის დმიტროს ცხედართან. ის ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა - 2022 წლის 10 დეკემბერი 

უკრაინელი სამხედრო ლიმაში, ეკლესიაში, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს და გაძარცვეს - 2022 წლის 25 დეკემბერი

კიევში, საპარკინგე სივრცეში ფილმს უყურებენ - 2022 წლის 24 დეკემბერი 

ქალი და ორი ძაღლი ბახმუტში ოკუპანტების დაბომბვას ემსხვერპლა - 2022 წლის 2 იანვარი

ხარკოვი, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შემდეგ ქალაქში სიბნელეა - 2022 წლის 20 იანვარი 

57 წლის ოლენა ბუბენკო შვილიშვილთან, 7 წლის ნიკოლთან ერთად. ისინი ხარკოვთან მდებარე პატარა სოფელში მიტოვებულ 90 ძაღლს აჭმევენ - 2023 წლის 22 იანვარი

ქალი შვილისა და შვილიშვილის ცხედართან, მას შემდეგ, რაც ისინი დაბომბილი კორპუსიდან ამოასვენეს - დნიპრო 

66 წლის ნინა კოვალენკო 36 წლის შვილის, მიხაილო კოვალენკოს ცხედართან. კაცი დაბომბვისას დაიღუპა - 2023 წლის 28 იანვარი 

ლუდმილა დეგტიარიოვნა დგას თავის სახლში, რომლის კედლები ოკუპანტების შეტევის დროს დაიბზარა - 2023 წლის 4 თებერვალი, სოფელი ნევსკე

35 წლის ანა ჰაიკო და მისი 4 წლის შვილი, ვლადისლავი. ისინი საჰაერო განგაშის დროს თავს კიევის მეტროს აფარებენ - 2023 წლის 10 თებერვალი 

 

კომენტარები