ვლადიმირ პუტინი

სამშობლოს დამცველთა დღეს პუტინმა დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო

23 თებერვალს  ვლადიმირ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილებს მიაგებს პატივს, მოსკოვი, რუსეთი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამშობლოს დამცველთა დღეს, 23 თებერვალს, დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებსა და ფოტოზე ჩანს, რომ 23 თებერვალს პუტინი დგას ალექსანდრეს ბაღში მდებარე ძეგლთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავის წინ, რომელიც ყვავილებით შეამკო.

რუსეთში 23 თებერვალს დიდ სამამულო ომში [ასე უწოდებენ მეორე მსოფლიო ომს რუსეთში] დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 

კომენტარები