რუსეთ-საქართველო

ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში რუსეთის 917 000 მოქალაქე შემოვიდა, გავიდა 866 000 – გომელაური

ლარსის გამშვები პუნქტი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 თებერვლამდე საქართველოში რუსეთის 917 000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ამავე პერიოდში ქვეყანა დატოვა რუსეთის 866 000-მა მოქალაქემ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წელს ჯამში რუსეთის 869 874 მოქალაქე შემოვიდა და 809 873 მოქალაქემ საქართველო უკვე დატოვა. 60 000 მათგანი ამ დრომდე ქვეყანაში რჩება.

"მთლიანად 1 400 000 კვეთა იყო. ვიცით, რომ საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება. შეიძლება რუსეთის მოქალაქე დღეში 3-ჯერ და 5 ჯერ გადავიდეს და გადმოვიდეს საზღვარზე. აქ პიროვნებებზეა ლაპარაკი და არა საზღვრის კვეთაზე" - ამბობს გომელაური.

შს მინისტრის თქმით, ომის შემდეგ საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა  2021 და 2020 წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა, 2018-2019 წლებში "ბევრად მეტი" შემოვიდა. გომელაური მიუთითებს, რომ 2019 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 064 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, თუმცა, აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანა უფრო მეტმა, რუსეთის 1 067 000-მა მოქალაქემ დატოვა. 

"ის, რომ კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში და უბედურება ხდება, ნამდვილად არ ხდება" - მიიჩნევს მინისტრი.

რაც შეეხება 2023 წელს, ვახტანგ გომელაურის თქმით, რუსეთის თითქმის 137 000 მოქალაქე შემოვიდა და გავიდა- 150 913.

"2023 წლის პირველი იანვრიდან რუსეთის 13 934-ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მე არ ვლაპარაკობ საზღვრის კვეთაზე. ერთმა ადამიანმა შეიძლება დღეში 30-ჯერ გადაკვეთოს და გადმოკვეთოს საზღვარი. ეს ადამიანი არ შეიძლება 300 ადამიანად შევაფასოთ, ის არის 1 ადამიანი“, - ამბობს გომელაური.

კომენტარები