ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს – დაღუპულია, სულ მცირე, 6 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 6 ადამიანი, დაშავებულია 12. 

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავშესაფრებში დარჩნენ.  

დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც 

"მსოფლიოს წამითაც არ უნდა დაავიწყდეს, რომ რუსეთის ბოროტებასა და სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს ყველა დანაშაულისთვის, რომელიც უკრაინისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა". - დაწერა მან. 

კომენტარები