ირანი-ევროკავშირი

ბერბოკი: არ გვაქვს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად ვაღიაროთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
Reuters

ევროკავშირმა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დარბევის გამო ახალი სანქციები დაუწესა

ახალი სანქციები 2 ორგანიზაციასა და 32 ფიზიკურ პირს, მათ შორის კულტურისა და განათლების მინისტრებს, ასევე სხვა პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს, რომლებიც დარბევას მხარს უჭერდნენ. 

ჯამში, ევროკავშირმა სანქციები 196 ირანელ ფიზიკურ პირსა და 33 ორგანიზაციას დაუწესა. 

მიუხედავად სანქციებისა, ალიანსმა გადაწყვიტა, რომ ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიაროს. 

"ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შევიყვანოთ". - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი. 

მანამდე, ევროპარლამენტმა ევროკავშირს ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდა.


ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა.

ბოლო ოთხი ათწლეულის მსგავსად, ხელისუფლებამ 2022 წლის სექტემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები სასტიკად დაარბია - ათობით ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და რამდენიმე ადამიანი ჩამოახრჩო, რაც უფლებადამცველების თქმით, ხალხის დაშინებას ისახავს მიზნად, რათა საპროტესტო აქციების ტალღა შემცირდეს.

კომენტარები