რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარკ რუტე: რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას ვერ გაბედავს

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას ვერ გაბედავს. ამის შესახებ მან European Pravda-სთან საუბრისას აღნიშნა. 

"ვფიქრობ, რუსეთს ესმის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს, ამერიკის შეერთებული შტატები უპასუხებს და ეს პასუხი ბევრად უფრო ძლიერი იქნება. აშშ რუსეთზე იმდენად ძლიერია, რომ მას [რუსეთს] უბრალოდ არ შეუძლია ამ რისკზე წასვლა". - აღნიშნა რუტემ. 

რუტემ დასძინა, რომ მას სურს, უკრაინამ მოიგოს ომი. თუმცა, მისი აზრით, უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ტაქტიკა აირჩიოს.

"ჩვენ გადაწყვეტილებას უკრაინის ნაცვლად ვერ მივიღებთ. თქვენ უნდა გაიმარჯვოთ. ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ. ამიტომ ჩვენ უკვე გიგზავნით მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას. მაგრამ არ არის ჩემი გადასაწყვეტი, რა გავაკეთო ან არ გავაკეთო ყირიმთან მიმართებით. ეს უკრაინის მთავრობის საქმეა. მაგალითად, მე გავბრაზდები, თუ მსგავსი რამ მოხდება ნიდერლანდებში და ვინმემ თქვას, დავაბრუნო თუ არა ფრისლანდია [პროვინცია ნიდერლანდების ჩრდილოეთით]". - თქვა მან

აქამდე უკრაინამ ოფიციალურად სთხოვა ნიდერლანდებს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა. რუტემ აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავს უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას.

კომენტარები