მე, სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, რომ წავიდნენ და იომონ უკრიანაში. ხშირად ამბობენ ხოლმე, რაღაცას რომ ვამბობ, მერე არის ხოლმე, რომ გადავამეტე, არასტანდარტული ვთქვი... გაგახსენებთ ჩვენზე არანაკლებ გმირ ჩეჩენ ხალხს, რომლებმაც ძალიან მძიმე ომი იომეს და გენოციდი მოხდა ამ ხალხის, რუსებმა ამოწყვიტეს, ფაქტობრივად, დიდი პროცენტი ამ ხალხის. ჩეჩნეთის ახალგაზრდები, იმ გმირების, სავარაუდოდ, შვილები, დღეს ამბობენ, რომ პუტინის მგლები არიან და გაწყვეტენ უკრაინელებს. არ არიან ჩეჩნები არც ჩვენზე მშიშრები, არც ჩვენზე მხრდალები, არც ჩვენზე ნაკლებად მეომრები, მაგრამ ეს არის ბედის და ერის ტრაგედია. აქედან გამომდინარე, თუ რამე, რაც მე კიდევ უფრო მძიმეს და მიუღებელს მოველი, ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინისა და სიკეთის წინააღმდეგ ამ ომში.
საქართველო-რუსეთი
მარგველაშვილი: რეალური მგონია, ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს
tbl.ge/69v8
დაკოპირდა

ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის კითხვას, "არის თუ არა დარჩენილი რაიმე წითელი ხაზი, რაც არ გადაკვეთა ხელისუფლებამ".
ამავე თემაზე
- 2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
- მედვედევი: NATO ტარანად იყენებდა მარიონეტ საქართველოს, უკრაინას. ახლა მოლდოვას და სომხეთს
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ




