თბილისის მერია

"20 000 ლარით დაჯარიმდა, მიმდინარეობს სასამართლო დავა" – მერია გავრცელებულ ფოტოზე

Nikolman Nikolman/Facebook

13 თებერვალს სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა ფოტო წარწერით: "ეს ერთ დღეს აუცილებლად აფეთქდება ვახუშტის ხიდის ქვეშ და მერე ვაცხადოთ გლოვის დღეები! 90 იანებში ბენზინს რომ ცისტერნიდან ყიდდნენ, ეგაა 2023 წელს შუაგულ თბილისში!"

ტაბულა დაუკავშირდა თბილისის მერიას. უწყებაში გვითხრეს, რომ ადგილზე საზედამხედველო სამსახური მივიდოდა. 

გარდა ამისა, როგორც მერიამ ტაბულას მოგვიანებით უთხრა, აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმდა 20 000 ლარით. მერიის თქმით, ფაქტი გაასაჩივრეს და ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა.

კომენტარები