მე სრულად ვენდობი ჩემს კოლეგას, თანაპარტიელ თეა წულუკიანს, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია და, ზოგადად, რასაც მოკიდებს ხელს, აუცილებლად მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს. სამწუხაროდ, [საქმეზე] დეტალებს არ ვიცნობ, თუ არის გარკვეული საკითხები დასარეგულირებელი, ის აუცილებლად იმოქმედებს, თუ არა და ვენდობი მის გადაწყვტილებას.
კულტურის სამინისტრო
წილოსანი: სრულად ვენდობი წულუკიანს, რასაც ხელს მოკიდებს, მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს
tbl.ge/69q2
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანზე. მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე ქურდობის მუხლით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სულაბერიძემ გამოფენაზე ავტოპორტრეტი სარკესთან კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
ამავე თემაზე
- თელავის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე იქნება
- წულუკიანი: ლაშა ბაქრაძის განცხადებებმა და ქცევებმა ეჭვქვეშ დააყენა სამინისტროს რეპუტაციაც
- კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა
- წულუკიანი: რუსუდან გლურჯიძის ფილმი შუა ევროპაში გახდა ცენზურის მსხვერპლი
- მთავრობამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს და ფილარმონიის მართვის უფლება ჩამოართვა




