რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Credit Suisse-მა $19 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა რუსეთის 17.6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების აქტივები გაყინა. გამოცემა SonntagsZeitung-ის ცნობით, აღნიშნული ქონება შვეიცარიაში არსებული რუსული აქტივების მესამედზე მეტია

SonntagsZeitung-ის ინფორმაციით, 17.6 მილიარდიდან 4 შვეიცარიის სანქციების ქვეშ მყოფ პირებს ჩამოერთვათ, ხოლო დანარჩენი აქტივები რუსეთის ფედერაციას, ცენტრალურ ბანკს, ან სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებულ პირებს შეიძლება ეკუთვნოდეთ. 

გარდა ამისა, შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 15 ქონება დააყადაღდა. ჯამში, ჩამორთმეული აქტივების რაოდენობა თითქმის $50 მილიარდი დოლარია.

კომენტარები