NATO

სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნობის ვადის გახანგრძლივებას არ გეგმავს

იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პრესსპიკერის, ოანა ლუნგესკუს თქმით, სტოლტენბერგი ოქტომბერში, ვადის ამოწურვის შემდეგ მის გაგრძელებას არ გეგმავს და იგი თანამდებობიდან გადადგება

"მას მანდატის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება არ სურს". - ამბობს ლუგენსკუ. 

მანამდე, გამოცემა Welt am Sonntag-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სტოლტენბერგი უფლებამოსილების გახანგრძლივებას აპირებდა, რათა ალიანსში უკრაინაში ომის დროს სტაბილურობა შენარჩუნებულიყო. 

ოქტომბერში სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნობის სამჯერ გახანგრძლივებული ვადა ეწურება. Politico წერს, რომ გადადგომის შემდეგ სტოლტენბერგი სავარაუდოდ შვედეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი გახდება.

სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მანამდე, 2000-2001 და 2005-2013 წლებში იგი ნორვეგიის პრემიერმინისტრი იყო.

კომენტარები