რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა

REUTERS/Elizabeth Frantz

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთში ჩავა. ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავს ეძღვნება. 

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, ბაიდენი თავისი ვიზიტით ცხადყოფს, რომ უკრაინა აშშ-სგან უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით დახმარებას მიიღებს. 

"პრეზიდენტი ყველასთვის მკაფიოს გახდის, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება". - თქვა კირბიმ. 

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა მოკავშირეებსაც შეხვდება და მათთან ერთად უკრაინის საკითხს განიხილავს. 


DGP-ის ცნობით, ბაიდენის ჩასვლა პოლონეთში თებერვლის ბოლოს იგეგმება და შესაძლებელია, დროის იმავე მონაკვეთში ქვეყანას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესტუმროს. 

შეხვედრის სავარაუდო ადგილად ქალაქი ჟეშუვი ან ვარშავა სახელდება. 

როგორც უკრაინული დიპლომატიური წყარო იუწყება, ზელენსკი ლიდერებს 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას წარუდგენს და მხარეებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები