საქართველოს საპატრიარქო

14 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქო

14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, თუ რა თემებს განიხილავენ სხდომაზე.

"მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მოწვევით, გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა". - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სინოდის სხდომა ბოლოს 2 წლის წინ, 2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა.

 

კომენტარები