მიწისძვრა სირიაში

ათასობით ადამიანი ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამს

ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ნანგრევების ქვეშ დაბადებული ბავშვის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა.

ბავშვს აია ჰქვია, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს. როცა ის გადაარჩინეს, დედასთან ჯერ კიდევ ჭიპლარით იყო დაკავშირებული.

ბავშვის დედა, მამა და ოთხივე და-ძმა მიწისძვრას ემსხვერპლა.

"ორშაბათს ისეთ ცუდ მდგომარეობაში მოიყვანეს; ჰქონდა სისხლჩაქცევები, ციოდა და ძლივს სუნთქავდა". - თქვა ჰანი მარუფმა, პედიატრმა, რომელიც მას უვლის.

ბავშვი ახლა სტაბილურ მდგომარეობაშია.

ათასობით ადამიანი სოციალურ მედიაში  მისი შვილად აყვანისთვის დეტალებს ითხოვს.

"მინდა ვიშვილო და ღირსეული ცხოვრება მივცე". - წერს ერთ-ერთი ადამიანი.

ქუვეითის ტელეწამყვანმა თქვა: "მზად ვარ, ვიზრუნო და ვიშვილო ეს ბავშვი... თუ კანონიერი პროცედურები ამის საშუალებას მომცემს".

საავადმყოფოს მენეჯერი, ხალიდ ატიაჰ ამბობს, რომ ის ათასობით ზარს იღებს მთელი მსოფლიოდან. იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აიას შვილად აყვანა სურთ. 

ექიმმა ატიამ, რომელსაც ახალშობილზე სულ რაღაც ოთხი თვით უფროსი შვილი ჰყავს, თქვა: "ახლა არავის მივცემ მისი შვილად აყვანის უფლებას. სანამ მისი შორეული ოჯახის წევრები არ დაბრუნდებიან, მე მას ისე ვექცევი, როგორც საკუთარს".

კომენტარები