მიწისძვრა სირიაში

აშშ გაეროს სირიის დასახმარებლად ახალი საზღვრების გახსნაზე კენჭისყრისკენ მოუწოდებს

აშშ-ს ელჩი გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდი
Eduardo Munoz

აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოს სირიისთვის დახმარების მიწოდების საკითხზე დაუყოვნებლივი კენჭისყრისკენ მოუწოდა.  

2014 წლიდან უშიშროების საბჭოს მანდატით გაერო ჩრდილო-დასავლეთ სირიის მაცხოვრებლებს დახმარებას თურქეთის გავლით აწვდის, თუმცა ამჟამად წვდომა მხოლოდ ერთი საზღვრითაა შესაძლებელი. 

"ახლა ყოველი საათი მნიშვნელოვანია. დაზარალებულ რეგიონებში ადამიანებს ჩვენი იმედი აქვთ. მათი მოლოდინები არ უნდა გავაცრუოთ. ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დაუყოვნებლივ კენჭი უნდა ვყაროთ და მივიღოთ გადაწყვეტილება დამატებითი საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. დროა სწრაფი ტემპითა და მიზნობრივად ვიმოქმედოთ". - ამბობს აშშ-ს ელჩი გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდი Reuters-თან ინტერვიუში. 

11 თებერვალს გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, მარტინ გრიფიტსმა თქვა, რომ იგი უშიშროების საბჭოსგან დამატებით ორი საზღვრის გახსნაზე აპირებს ნებართვის აღებას. გრიფიტსი ამჟამად თურქეთში იმყოფება და სირიაში ვიზიტს გეგმავს. 

კომენტარები