ტრეილერი

SCREAM 6-ის ტრეილერი გამოვიდა – [VIDEO]

კინოსტუდია Paramount-მა ახალი საშინელებათა ფილმის, Scream 6-ის ტრეილერი გამოუშვა.

სიუჟეტის მიხედვით მეხუთე ნაწილში გადარჩენილი გმირები ნიუ-იორკში მიემგზავრებიან, მაგრამ იქაც მათზე მოჩვენების ნიღბიანი მკვლელი იწყებს ნადირობას.

მეექვსე კივილში ფრენჩაიზის ახალი და ძველი ვარსკვლავები – ჯენა ორტეგა, კორტნი კოქსი, ჰაიდენ პანეტიერი და სამარა უივინგი თამაშობენ.

პირველი კივილი ეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა. ფრენჩაიზის სულის ჩამდგმელი ჰორორის კლასიკოსი, Nightmare on The Elm Street-ის შემქმნელი უეს კრეივენია. რეჟისორმა თავის სიცოცხლეში ოთხ ნაწილზე მოასწრო მუშაობა. ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე ნაწილი 2022 წელს გამოვიდა. ფილმი ფინანსურად მომგებიანი გამოდგა და კრიტიკოსების მაღალი შეფასებაც მიიღო.

Scream 6-ის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 10 მარტს არის დაგეგმილი.

კომენტარები