მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე სააკაშვილზე: მაინცდამაინც პოლონური ან უკრაინული ჰაერი უნდა? ბახმუტში გავუშვათ?

ვხედავთ, რომ ოროთახიან პალატაშია, ციხეშიც კი არ არის ეს კაცი, ოროთახიან პალატაშია. არის წარმოუდგენელი, არაჩვეულებრივი პირობები. ანუ პატიმრის პირობებშიც კი არ არის ეს ადამიანი. ასეთი რა სათუთი ფსიქიკა აქვს, რომ 9 000 პატიმარი ახერხებს საკვების მიღებას და მას ორპალატიანი საავადმყოფო არ მოსწონს და ამიტომ, ვერ ახერხებს საკვების [მიღებას], ეს ხომ საოცრებაა მართლა... ყველაზე სათუთი ფსიქიკა აღმოაჩნდა მიხეილ სააკაშვილს 9 000 პატიმარს შორის. გაუგონარ რაღაცებზე ვსაუბრობთ. სირცხვილიც არის, რომ გვიწევს ასეთ თემებზე ლაპარაკი, ეს ერთი.

მეორე, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ღია შეთავაზება, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი. აქ ყველანაირი აპარატურა არის, არაჩვეულებრივი პირობებია ყველაფერი. თუ ექიმები არ მოსწონთ, აქაც შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი და მიხედავდა პატიმარს. ამაზე არანაირი რეაგირება არ იყო, ხო? რა დარჩა, არაფერი. ერთადერთი დარჩა ქართული ჰაერი. თუ ქართული ჰაერი აისახება უარყოფითად მის ჯანმრთელობაზე, ეს არ ვიცი. და თუ მაინცდამაინც პოლონური ან არ ვიცი, უკრაინული ჰაერი უნდა ჩაყლაპოს. უკრაინული მხარე რომ გეუბნება, უკრაინაში გამოუშვი სამკურნალოდო, ეს ახლა დაცინვა არ არის? ბახმუტში უნდა გავუშვათ, თუ სად უნდა გავუშვათ სამკურნალოდ, თუ გინდათ კიევში და ლვოვში, ეს ხომ სირცხვილია და ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან...

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში.

კომენტარები