საქართველო-ევროკავშირი

ხუნდაძე: ევროკომისიის დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველო ვიღაცის ხელში სათამაშო თოჯინაა

საქართველომ თავისი დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი ევროპაზეა და ვიტოვებ იმედს, რომ მისი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეცდომის გარეშე იქნება. დღეს საქართველოს ისევე სჭირდება ჭეშმარიტი ღირებულებების ევროპა, როგორც ევროპას აღმოსავლეთის პოლიტიკური კარიბჭე - საქართველო. რა მოლოდინები გვაქვს, იქნება თუ არა სუბიექტური მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილება? ეს იქნება ის კითხვა, რითაც ევროკავშირი ან დაასაბუთებს სამართლიანობისადმი პატივისცემასა და ერთგულებას, ან დარჩება სხვისი დაკვეთების შემრულებელი და კიდევ ერთხელ გაინადგურებს ისედაც დაზიანებულ იმიჯს. 

არ ვიცით, ხვალ რა შეიცვლება, მაგრამ ევროკომისიის დასკვნამ ცხადყო ერთი რამ - საქართველო ვიღაცის ხელში სათამაშო თოჯინაა და დიდხანს რომ არ გაუგრძელდეთ ეს სახიფათო თამაში, შევახსენებთ ყველას, ვისთვისაც სამართლიანობა დღეს შენიღბული ფარია - საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსს, ჩვენ არ შევწყვეტთ სვლას იმ ღირებულებებისკენ, რაც არა მხოლოდ დასავლეთის მონაპოვარია ჩვენში, არამედ ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქართველი ხალხი აუცილებლად გაუძლებს ამ რყევას და გაიყვანს ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების გზაზე. საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური ქვეყნისთვის, საკუთარი სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესი არის უპირატესი და ის არასოდეს და არაფერში არ გაიცვლება. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში. ევროკომისიამ 3 თებერვალს საქართველოზე ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი თბილისის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადს ეხება და შეფასებულია, რამდენად შეუძლია ქვეყანას  ვალდებულებების შესრულება. ანგარიშის მიხედვით, "საჭიროა დამატებითი ძალისხმევა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრისთვის". 

კომენტარები