ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური – ოცნებას ვუქმნით კომფორტს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პარტიის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ეფექტური ვერ იქნება და ამით კომფორტს მხოლოდ ქართულ ოცნებას უქმნიან.

"რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.

თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან – უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას". – წერს მელია.

6 თებერვალს, სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წვეტს. საპარლამენტო საქმიანობას დროებით ასევე წყვეტს სტრატეგია აღმაშენებელიც.

კომენტარები