ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: ვეცდები, აღდგეს ყველა ჩატეხილი ხიდი, ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის

მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდაცია, ჩვენი მეცადინეობით ადვილი აღარაა. მე დარწმუნებული ვარ დღეს აქ ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი. მაგრამ მე პირობას ვაძლევ პარტიის ამომრჩეველს, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, როგორც სხვების მოვალეობაცაა და ამას არ სჭირდება პარტიული თანამდებობა...

მე პირადად ვეცდები, ყველა ჩატეხილი ხიდი, ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის აღდგეს, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა, ერთი პარტია, ამ ბრძოლაში შედეგის მოტანის თვალსაზრისით, ბევრ წინააღმდეგობას წააწყდება, რაც სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას არ მოემსახურება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია განსხვავებულ ადამიანებთან და მე ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდება. 

ამბობს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

კომენტარები