სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 2-3 დღეში გაიგზავნება. ჩვენ საქართველოს სასამართლოებს შანსი მივეცით იმისთვის, რომ ამ საქმისთვის ყურადღებით მოესმინათ. კიდევ ერთხელ მივეცით იმის შანსი, რომ კანონიერი გადაწყვეტილება მიეღოთ და სასამართლო სისტემა გადაერჩინათ, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ ეს ტესტი ვერ ჩააბარეს და სამარცხვინოდ ჩაიჭრნენ. ამის პასუხს ძალიან მალე, რამდენიმე დღეში სტრასბურგის სასამართლოში მიიღებენ.
tbl.ge/69gi
დაკოპირდა

თქვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ TV პირველთან საუბარში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადდება.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის საქმემიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაშალვა ხაჭაპურიძესტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსტრასბურგის სასამართლო
ამავე თემაზე
- "პასუხისმგებლობას ზურაბიშვილიც იზიარებს" - ბოკუჩავა სააკაშვილის განაჩენზე
- სააკაშვილი განაჩენზე: პრაქტიკულად, ციხეში განადგურება მომისაჯეს
- ბოკუჩავა სააკაშვილის განაჩენზე: არაფრად მიგვაჩნია უკანონო ბრალი და სასჯელი
- ხვიჩია: ვივამედის ხელმძღვანელმა დამამშვიდა - სააკაშვილი უკეთეს, უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს
- სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა