ინფლაცია

ბოსტნეული 26.5%-ით, პური 22.8%-ით, ყავა და ჩაი 17.1%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 9.4%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა.

ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.

ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15.0%-ით გაიზარდა, ტრანსპორტი 5.2%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 13.1%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 14.7%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 10.1%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 6.5%-ით, ხოლო განათლება 7.0%-ით.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 26.5%
  • პური და პურპროდუქტები + 22.8%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 16.7%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 16.5%
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 17.1%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 12.4%
  • თევზეული + 13.0%
  • ზეთი და ცხიმი + 4.7%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 8.7% 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 %-ით, რაც 0.63 %-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5 %) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 %). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5 %).

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.1 %-იანი მატება, რაც 1.38 %-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (40.0 %) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1 %).

კომენტარები