ენმ

დეკანოიძე ხაბეიშვილზე: კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება

კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება. მე არ ვიცოდი ამ განცხადების შესახებ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ.   

იმიტომ, რომ ვინმეს არ ეგონოს, მე რაიმე აზრის მანიპულაციას ვახდენ, მე ვაპირებ, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი და შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის, რეალურად, მე ვფიქრობ, პოპულისტური, მაგრამ მაინც საზიანო პარტიისთვის.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე. ხაბეიშვილის სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, მზად არიან, დატოვონ პარლამენტი, საკრებულოები და ენმ-ს ოფისი ბიძინა ივანიშვილს გადაუფორმონ. 

კომენტარები