ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კირკიტაძე ენმ-ზე: თუ ვინმეს სურს, რომ პარლამენტი ინდივიდუალურად დატოვოს, არავინ უშლის

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, პოლიტსაბჭოზე მსჯელობის შემდეგ მიიღებს პარტია გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა პარლამენტს. მისივე თქმით, თუ ვინმეს ინდივიდუალურად სურს გადაწყვეტილების მიღება, "არავინ უშლის". 

"ამაზე დიდი ხანია მსჯელობა მიმდინარეობს, არის აზრთა სხვადასხვაობა. ინდივიდუალურად ეს გაუკეთებიათ ადამიანებს, მათ შორის ერთ-ერთ კანდიდატს, ნონა მამულაშვილს. ახლაც, თუ მათ სურვილი აქვთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღოს, ვისაც უნდა მიიღოს, ამას არავინ უშლის. ამის შესახებ პარტია ჩამოყალიბდებ".- ამბობს დავით კირკიტაძე. 

ფორმულასთან საუბარში ენმ-ის პოლიტსაბჭის ყოფილმა თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ თქვა, რომ პარლამენტში პარტიის დარჩენის აზრს ვერ ხედავს. 

"რა სარგებელი მოაქვს ჩვენს პარლამენტში ყოფნას, იმის გარდა, რომ ვზივართ მანდ და რა? რამე  ერთი რეზოლუცია, ერთი გადაწყვეტილება, აი, რა სარგებელი მოაქვს, ერთი არგუმენტი დაასახელოს ვინმემ ჩვენი პარლამენტში ჯდომის, იმ პარლამენტში, რომლის შედეგებს დღემდე არავინ ეთანხმება. უკაცრავად და შევედით და ვზივართ იქ. მაშინ შესვლის დროს იყო ბევრი არგუმენტი თითქოს, რომ ბევრ რაღაცას გავიტანდით, ბევრ რაღაცა სარგებელს მოვუტანდით ბრძოლას და რა? დამისახელეთ, აი, ერთი პლუსი ჩვენი იქ ყოფნის".- თქვა ნაყოფიამ. 

კომენტარები