საქართველოს მთავრობა

მთავრობა: ავსტრიის კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

მათი ცნობით, კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

"ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

დღის ბოლოს, პრემიერმინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა".- აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

კომენტარები