მიხეილ სააკაშვილის საქმე

წულუკიანი სააკაშვილზე: კვლავ იმის ილუზია აქვს, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია

ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც კანონიერ სასჯელს ვერ ეგუება, იმის მიუხედავად, რომ არაერთი დანაშაული ჩაიდინა. მას კვლავ იმის ილუზია აქვს, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია [...] მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ამას ვერაფერი უშველის, ვერც სიის შედგენა და ვერც ექთნებისა და ექიმების მიმართ მუქარა, რომ მათ მომავალში ციხეში ამოალპობენ. მათ ციხეში უბრალოდ ვერავინ ამოალპობს, იმიტომ, რომ რასაკვირველია, მიშა სააკაშვილს, მელიებს, ხაბეიშვილებსა და სხვებს საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერიათ. 

ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბრიტანელი ფინანსისტის, მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებას. ბროუდერმა თქვა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიასა და ექსპრეზიდენტის ადვოკატს, მასიმო დანჯელოს შეხვდა იმისთვის, რათა მაგნიტსკის სიის დასასრულებლად ემსჯელათ, რომელშიც, მისივე თქმით, ციხეში სააკაშვილის მწამებლები შედიან.

კომენტარები