NATO

ინვესტირების გაზრდის საჭიროებიდან გამომდინარე, თავდაცვაზე ხარჯები გაიზრდება – სტოლტენბერგი

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

Reuters-ის ინფორმაციით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედია Die Welt-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის მოკავშირე ქვეყნებისგან თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას მოელის. 

არსებული შეთანხმებით თავდაცვისთვის ბიუჯეტზე მშპ-ის 2% მაინც უნდა მიიმართოს. სტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტზე, რომელიც ივლისში გაიმართება, თავდაცვაზე დანახარჯების ხვედრითი წილის გაზრდას მოელის, თუმცა რამდენად გაზრდიან NATO-ს წევრი ქვეყნები განაკვეთს, ამის განსაზღვრა რთულია. 

"2%-იანი განაკვეთი ათწლიანი ვადით არის შეთანხმებული, ე.ი 2024 წლამდე. მისი გადახედვა მოგვიწევს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ხედავს თავდაცვაში ინვესტირების გაზრდის საჭიროებას, ვვარაუდობ, რომ განახლებული შეთანხმებით, თავდაცვაზე ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება". - ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი Die Welt-თან ინტერვიუში.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ NATO-ს ქვეყნების დიდმა ნაწილმა თავდაცვაზე ხარჯები უკვე გაზარდა. 

კომენტარები