გიორგი გახარია

ქემოკლიძე: გახარია მზადაა, ბატონ ივანიშვილს დაუჯდეს დებატებში, ივანიშვილია მისი კალიბრი

გიორგი გახარია დებატებში კი აპირებს შესვლას, მაგრამ ხელისუფლების წევრები ვერ ბედავენ მასთან დებატებში შესვლას მათსავე მოედანზე. ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ იმედს, რუსთავი ორს და სხვა სატელევიზიო საშუალებებს, რომ მიეცათ ამის საშუალება... ნეიტრალურზე კი არა, საკუთარ მოედანზე მზად ვართ არათუ გახარია, მისი გუნდის ინდივიდუალურად თითოეული წევრი დავუსხდეთ და იქ ვაჩვენოთ, "სად ზამთრობენ კიბორჩხალები“, მათ კარგად იციან, რომ ჩვენთან დებატებში შანსი ნულს დაბლა აქვთ, ამის გამოც არიან სოროებში შემალულები, ამის გამოც არიან, იმედზე წინასწარ დალაგებული კითხვებით რომ ნებიერად მიდიან და აკეთებენ იქ რაღაც რევოლუციურ განცხადებებს...

გიორგი გახარია ბატონ ივანიშვილთან [შევა პოლიტიკურ დებატებში], ბატონი ივანიშვილი არის მისი პოლიტიკური წონის კალიბრი, ყველა დანარჩენი რიგითი, მოლაპარაკე უმეტესწილად, თუთიყუშები, ან არაკომპეტენტური სათამაშოები არიან. ბატონ ივანიშვილს აქვს, როგორც ჩანს, მასთან კითხვები, შესაბამისად, ის მზად არის, რომ თავად ბატონ ივანიშვილს დაუჯდეს დებატებში.

[ის, რომ გახარიას მიმართ კითხვები აქვს], თავად ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა იმ ე.წ. წერილში, რომელიც თურმე, პოლიტიკიდან წასულმა ადამიანმა დაწერა. თქვენ გჯერათ, რომ ბატონი ივანიშვილი ამ [წერილის დაწერიდან] 2 წლის თავზე პოლიტიკიდან წავიდა? - ის არსად წასულა, სამწუხაროდ, ქართული ოცნება საბოლოო ჯამში, სწორედაც, ამ ადამიანის მეშვეობით იმართება.

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე ტელეკომპანია პალიტრანიუსის ეთერში. 

კომენტარები