რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პატრიარქი კირილი: რუსეთის განადგურების ნებისმიერი სურვილი მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს

Alamy Stock Photo

რუსეთის პატრიარქის შეფასებით, რუსეთის განადგურების ნებისმიერი მცდელობა მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს. ეს პატრიარქმა კირილმა ნათლისღების დღესასწაულზე ქადაგებისას თქვა.

"დღეს დიდი საფრთხეა მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნისა და მთელი კაცობრიობისთვის... რუსეთის დამარცხების სურვილმა დღეს ძალიან საშიში ფორმები მიიღო. ჩვენ ვლოცულობთ, უფალმა შეშლილები გონზე მოიყვანოს და დაეხმაროს მათ გაიგონ, რომ რუსეთის განადგურების ნებისმიერი სურვილი მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს“ - თქვა პატრიარქმა კირილმა ნათლისღების დღესასწაულზე.

მისი თქმით, რუსეთს აქვს მძლავრი იარაღი, ხოლო რუს ხალხს ძლიერი სურვილი - ყოველთვის გაიმარჯვოს.

"გვჯერა, რომ ღმერთი არ დატოვებს რუსულ მიწას... რომ რუსეთს ექნება ძალა, დაიცვას თავისი მიწა და თავისი ხალხი“, - თქვა მან.

​​დღესვე, ​​​​​რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა NATO-ს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, ალიანსი ბირთვულ ომს უნდა ელოდოს

კომენტარები